ტექნოპარკის შეთავაზება სტარტაპებს

ტექნოპარკის შეთავაზება სტარტაპებს

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

ტექნოპარკი საქართველო აგრძელებს სტარტაპერების მხარდაჭერას და მათთვის, ვისაც სასიამოვნო, კომფორტული და მშვიდი გარემო სჭირდებათ საინტერესო შემოთავაზება აქვს:
“ჩვენ ქართული ახალგაზრდა კომპანიების ხელშეწყობას ვაგრძელებთ. ამჯერად სტარტაპებს ტექნოპარკში არსებულ სამუშაო სივრცეში განთავსებას ვთავაზობთ.
არჩეული გუნდები 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ მიიღებენ ტექნოპარკში მაგიდებს ღია საერთო სამუშაო სივრცეში ან/და იზოლირებულ ოთახს.
სამუშაო სივრცესთან ერთად, მონაწილე კომპანიები ისარგებლებენ მრავალი დამატებითი სერვისით და უახლესი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. ყველაფერი, რაც მათი პროექტის განხორციელებას ხელს შეუწყობს!”

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 2 მაისია.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა