კომპანია Microsoft-მა პროცესორების სია გამოაქვეყნა, რომელბიც იქნება მხარდაჭერილი Windows 10 May 2019 განახლებაში. წინა ვერსიებისგან განსხვავებით ამჯერად არანაირი განსხვავება არ განხორციელებულა გასული წლის განახლებებთან შედარებით.

ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში Windows 10 1903 ხელმისაწვდომია Release Preview არხის მომხმარებლებისათვის. იქ ის დაახლოებით ერთი თვე იქნება, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას ყველა ბაგი საჯარო რელიზისათვის.

მხარდაჭერილია შემდეგი პროცესორები:

Intel (Core i3/i5/i7/i9-9xxxK), Intel Xeon E-21xx, Intel Atom (J4xxx/J5xxx და N4xxx/N5xxx), Intel Atom (J4xxx/J5xxx და N4xxx/N5xxx), Celeron და Pentium. ასევე AMD-ს ჩიპები მე-7 თაობის ჩათვლით (A-Series Ax-9xxx და E-Series Ex-9xxx & FX-9xxx); AMD Athlon 2xx, AMD Ryzen 3/5/7 2xxx, AMD Opteron და AMD EPYC 7xxx, ასევე Snapdragon 850.

ამ სიაში არ არის მომავალი Qualcomm Snapdragon 8CX, რომელიც შესაძლოა უკვე შემოდგომის რელიზში ვიხილოთ.

გასაკვირია თუ რატომ არ არის სიაში AMD Ryzen 3000 პროცესორი, თუმცა განახლება ჯერ-ჯერობით ოფიციალური არ არის და ამ სიაში ჯერ კიდევ შესაძლებელია პროცესორების დამატება.

წინა სტატია24 აპრილს სპარკში შეხვედრა ,,ვალიდატორი“ გაიმართება
შემდეგი სტატიაLG სმარტფონების საწარმოს ხურავს სამხ. კორეაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი