ჭორები გამართლდა და კომპანია Samsung-მა ახალი 17.3 დიუმიანი პლანშეტი Galaxy View 2 წარმოადგინა. მისი ფორმ-ფაქტორისა და მონაცემების გათვალისწინებით ის უფრო პორტატული ტელევიზორია სრულყოფილი Android საოპერაციო სისტემით და არა პლანშეტი. ამერიკულმა მობილურმა ოპერატორმა AT&T უკვე დაიწყო მისი გაყიდვა.

Galaxy View 2-ს Full HD ეკრანი აქვს და თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ასე ცოტა პიქსელები აქვს მისით სარგებლობა ახლო მანძილდან საკმაოდ არაკომფორტული ქიენბა. მას 8 ბრთბიანი Exynos 7884 პროცესორი აქვს და ის მხოლოდ 64 გიგაბაიტინი შიდა მეხსიერებით არის ხელმისაწვდომი, რომლის გაფართოებაც microSD ბარათით არის შესაძლებელი.

ტექნიკური მონაცემები:

  • ეკრანი: 17,3 დიუმი, 1920×1080 პიქსელი.
  • პროცესორი: Samsung Exynos 7884, 8 ბირთვის 1,6 გჰც.
  • RAM: 3 გბ.
  • შიდა მეხსიერება: 64 გბ, microSD.
  • აკუმლატორი: 12 000 მა/სთ.
  • მთავარი კამერა: არ არის.
  • წინა კამერა: 5 მპ.
  • აუდიო: 4 დინამიკი Dolby Atmos ტექნოლოგიით.
  • საოპერაციო სისტემა: Android 8.1 Oreo საფირმო გარსით.
  • LTE: არის.
  • გაბარიტები: 417,07×263,4×17,3 მმ.
  • წონა: 2,23 კგ.
წინა სტატიაPlay Station 5 – წელს არ გამოვა
შემდეგი სტატიათითის ანაბეჭდის სკანერი LCD ეკრანებისათვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი