თანამედროვე სმარტფონები უფრო და უფრო იყენებენ ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის სკანერებს. თუმცა ამგვარი ტექნოლოგიები მხოლოდ OLED ეკრანის მქონე მოწყობილობებში გვხვდება. შესაბამისად, მათი ფასი უფრო მაღალია. თუმცა, შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს. ჩინელმა ინჟინრებმა განაცხადეს რომ უკვე ბიუჯეტურ სმარტფონებშიც შესაძლებელი იქნება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სკანერის ტექნოლოგიის გამოყენება – სმარტფონებში, რომლებსაც აქვთ IPS მატრიცა.

აქამდე, OLED ეკრანებში ბიომეტრული სენსორებისის დაყენება დაკავშირებული იყო სინათლის გატარების შესაძლებლობასთან, რაც
ეკრანის მოდულიდან თითის ანაბეჭდის “ფოტოგრაფირების” საშუალებას იძლეოდა. კომპანია Fostsense-მა განაცხადა, რომ წარმატებით შეიმუშავეს თითის ანაბეჭდის სკანერის ტექნოლოგია ბიუჯეტური გაჯეტებისათვის. ინჟინრების განცადებით, მათ შეძლეს LCD ეკრანის სენსორის კონსტრუქციის გაუმჯობესება.

ახალი სკანერების მასიური წარმოება ჯერ არ არის ცნობილი თუ როდის დაიწყება.

წინა სტატიაSamsung Galaxy View 2 – გამოვიდა უზარმაზარი პლანშეტი-ტელევიზორი
შემდეგი სტატიაiPhone XI Max-ის დიზაინი რენდერებში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი