Galaxy Fold-ის გამოშვების გადადება ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი სვლა აღმოჩნდა Samsung-ისთვის და ახლა უკვე კომპანია უფრო უარეს ნაბიჯებს დგამს, რადგან კონფრონტაციაში შედის ავტორიტეტულ ონლიან მედიასთან. Samsung-ის ზეწოლის შედეგად iFixit-მა Galaxy Fold-ის დაშლის შემცველი სტატია წაშალა.

დაშლის სტატია არ იყო მორიგი ჩვეულებრივი პოსტი, რადგანაც მასში საუბარი იყო სმარტფონის დიზაინის გაუმართაობაზე, რის გამოც ადრეულ ეგზემპლარებში სხვა და სხვა მიმომხილველებმა მისი შეგნებულად ან უნებლიედ მწყობრიდან გამოყვანა შეძლეს.

რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა თუ საიდან მოიპოვა iFixit-მა სმარტფონი, რომელიც ჯერ გაყიდვაში არ იყო შემოსული და ჟურნალისტებისგანაც კი ამოიღებულ იქნა პრობლემების გამოჩენისთანავე. როგორც ჩანს Samsung-ის განრისხება არაკეთილსინდისიერად მოპოვებულმა მოწყობილობამ და 2000$-ის ღირებულების გაჯეტში კონსტრუქციული შეცდომების აღმოჩენამ გამოიწვია და საპასუხო დარტყმამაც არ დააყოვნა.

“Galaxy Fold ჩვენ მივიღეთ საიმედო პარტნიორისგან. Samsung სწორედ ამ პარტნიორის საშუალებით გვთხოვდა წაგვეშალა პოსტი. ჩვენ არ ვართ ვალდებული წავშალოთ ჩვენი ანალიზი, არც სამართლებრივი და არც სხვა რამე მოსაზრებიდან გამომდინარე. თუმცა პარტნიორის პატივისცემიდან გამომდინარე, რომელსაც პროცესში ჩვენს მოკავშირედ გავიხილავთ გადავწყვიტეთ წავშალოთ სტატია. ამიტომაც ჩვენი ვერდიქტი გამოქვეყნდება მაშინ, როცა მოწყობილობა ოფიციალურად გამოვა გაყიდვაში.”

ეტყობა Samsung-ში წარმოდგენა არ აქვთ “სტრეიზანდის ეფექტის” შესახებ, როცა ცენზურის მცდელობა უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს პრობლემის მიმართ. ინტერნეტი არასდროს არ ივიწყებს არაფერს და Galaxy Fold-ის დაშლის ნახვა ვებ-არქივში მაინც იქნება შესაძლებელი.


წინა სტატიაზუგდიდში ფაბლაბების კოორდინატორებისთვის გადამზადების პროგრამა ჩატარდა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო Civil Society Hackathon-ს თბილისი უმასპინძლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი