3-6 მაისის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ორგანიზებით შემეცნებითი კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში იმართება.  მუზეუმის განცხადებაში ნათქვამია,რომ ფიროსმანის მიმართ ინტერესი მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მზარდია, კრეათონი კი ხელს შეუწყობს  ქართული კულტურის პოზიციონირებას და მისი პოტენციალის ეფექტურ ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე მის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კრეათონის დავალებები გულისხმობს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტის ორგანიზატორები  საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯეოლაბი,  ლივინგსტონი და სიღნაღის მერია  არიან.

წინა სტატიალონდონში ჰაერის გამწმენდი ეკო-ინოვაცია ინერგება
შემდეგი სტატიაIT გადამზადების ახალი უფასო პროგრამები იწყება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი