თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. რეგიონული ცენტრის გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოხდა. “ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი   დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული  ევროპული აკადემიისა (Academia Europea) რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს წარმოადგენს  და მოემსახურება მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული  მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების  წახალისებისათვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.” – წერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *