30 აპრილს Facebook-ის კუთვნილმა ფოტო-აპლიკაციამ სან-ხოსეში გამართულ კონფერენციაზე  განცხადება გაავრცელა, რომ ის კანადაში კვირის ბოლოს აპირებს ინსტაგრამ-ცდის ჩატარებას, რომლის დროსაც პლატფორმაზე  დადებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე მოწონებები სრულად დაიმალება.  მოწონებები რომლებიც გულის ფორმის სიმბოლიკით გვხდება ინსტაგრამზე, მხოლოდ ფოტოს(ვიდეოს)  მესაკუთრისთვის იქნება ხილული, თუ ვინ იწონებს მის ფოტოს ან ვიდეოს. პლატფორმის მესვეურებმა განმარტეს, რომ ეს ცდა ემსახურება ყურადღების მიპყრობას უშუალოდ ფოტო და ვიდეო კონტენტისთვის, მათი შინაარსობრივი მხარისთვის და არა იმისთვის, თუ რამდენ მოწონებას დააგროვებს ისინი.  მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება მომხმარებლების უკუკავირი, რასაც ცდის ჩატარების შემდეგ მოუთმენლად ელოდებიან . ამ  ინფორმაციის დამუშავების შემდეგ  კი საინტერესო კვლევის შედეგების გამოქვეყნებასაც გვპირდებიან

წინა სტატიაWhatsapp-ი პირველად ქართული მედიასივრცეში
შემდეგი სტატიაპირველკურსელთათვის სტარტაპ დემო დღე გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი