10-12 მაისს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბილაინის მხარდაჭერით ტექნოპარკში Future Agro Challenge-ი გაიმართება, რომელიც მიზნად ინოვატორი აგრომეწარმეების,  აგროტექნოლოგიების,  აგროტურიზმის ფორმებისა  და აგროკულტურების აღმოჩენას ისახავს. Future Agro Challenge უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი და ინიციატივაა, რომლის გამარჯვებულიც წვდომას მსოფლიოს საუკეთესო მენტორებთან, ინვესტორებთან, სპეციალისტებთან და პოტენციურ კლიენტებთან მიიღებს.  ასევე უნიკალურ შანსს აგრომეწარმეულ გლობალურ სამიტზე – FAC Global Championship-ზე,რომელიც საბერძნეთში, თესალონიკში 2019 წლის სექტემბერში გაიმართება.  პროექტის მონაწილეები 48 საათიან ჰაკათონში ჩაერთვებიან, ხოლო 12 მაისს კი ფინალური პრეზენტაციის შემდეგ გამოვლინდება გაამრჯვებული. მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საიტზე 7 მაისამდე შეეძლებათ.

წინა სტატიამუზეუმ “ქარვასლაში” კრეატიული ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიაFacebook-ი დიდი რედიზაინის პროცესშია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი