კომპანია Google-მა განაახლა Pixel სმარტფონების მოდელების ხაზი და ახალი ბიუჯეტური სეგმენტის წარმომადგენლების შეავსო ასორტიმენტი. მოწყობილობების უმთავრესი ფუნქციონალი ფოტოგრაფიული შესაძლებლობებია, ასევე გაზრდი ავტონომიურობა და რეალურად ხელმისაწვდომი ფასი უფროს ვერსიებთან შედარებით.

გაჟონვების წყალობით სმარტფონების დიზაინი არანაირ სიურპრიზს არ წარმოადგენდა. ორივე მოდელმა მიიღო პოლიკარბონატის კორპუსი ზედა ნაწილში განთავსებული ჩასმით. უმავთულო დამუხტვა არ არსი განხორციელებული, მაგრამ Active Edge ფუნქციონალი შენარჩუნებულია.

წინა პანელმაც არ განიცადა არანაირი რედიზაინი გარდა იმისა, რომ XL ვარიანტს არ აქვს ე. წ. კუნძული ეკრანის ზედა მხარეს, რაც მომხმარებლების რჩევის გათვალისწინებით მოხდა. მწოყობილობების განსხვავება ეკრანის ზომითაა შესაძლებელი. Pixel 3a-ს აქვს 5.6 დიუმიანი, ხოლო XL-ს 6 დიუმიანი OLED მატრიცა.

ორივე სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 670-ის მართვის ქვეშ და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვთ. შიდა მეხსიერების მოცულობა 64 გიგაბაიტია. გრაფიკაზე პასუხისმგებლობას Adreno 615 იღებს. ხმას ერთი ფრონტალური და ერთი ქვედა ნაპირზე განთავსებული სტერეო აკუსტიკური სისტემა გამოსცემს. აპარატს გარდა Type-C პორტისა აქვს ტრადიციული 3.5 მმ. აუდიო ჯეკის მხარდაჭერაც.

მიუხედავად ბიუჯეტური შესრულებისა სმარტფონებს 12,2 მეგაპიქსელიანი კამერები აქვს f1/1.8 დიაფრაგმით და Google-ის საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ექსტრემალურად ბნელ გარემოშიც კი კარგ ფოტოს იღებს.

დაუნგრეიდი შეეხო სელფი კამერას, რომელიც ორის ნაცვლად ერთია და გარჩევადობაც 8 მეგაპიქსელი აქვს. მცირედით გაიზარდა ავტონომიურობა და მოდელებმა შესაბამისად მიიღეს 3000 და 3700 მა/სთ აკუმლატორები. სწრაფი დამუხტვით 15 წუთში შესაძლებელია 7 საათიანი მუხტის მიღება.

კომუნიკაციებიც სტანდარტულად შემოიფარგლება 2 სიხშირიანი Wi-Fi და 4G რადიო მოდულებით. არის NFC და ტრადიციული GPS-ის მხარდაჭერა. დამუხტვისთვის გამოიყენება USB Type-C, ხოლო მუსიკის მოსმენა Bluetooth 5, Type-C და 3,5 მმ. აუდიო ჯეკის მქონე ყორსასმენებითაა შესაძლებელი.

სრული ტექნიკური მონაცემები: Pixel 3a | Pixel 3a XL:

  • ეკრანი: 5,6″, OLED, 2220х1080, 18:9 | 6″, OLED, 2160х1080, 18:9
  • პროცესორი: 8-ბირთვიანი Snapdragon 670 2,0 გჰც.
  • გრაფიკული ამაჩქარებელი: Adreno 615
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 გბ LPDDR4x
  • ჩაშენებული მეხსიერება: 64 გბ
  • მთავარი კამერა: 12,2 მპ (Sony IMX363), f/1.8, 1,4 მკმ, OIS + EIS, ფაზური ავტოფოკუსი
  • წინა კამერა: 8 მპ, f/2.0, 1,12 მკმ
  • აკუმლატორი: 3000 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა (18 ვტ) | 3700 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა (18 ვტ)
  • პროტები: USB Type-C, 3,5-მმ. აუდიო
  • კავშირი: 4G LTE, Wi-Fi 802.11ac (2,4 გჰც + 5 გჰც), Bluetooth 5.0, NFC, GPS, GLONASS, Beidou
  • საოპერაციო სისტემა: Android 9.0 Pie
  • უსაფრთხოება: თითის ანაბეჭდების სკანერი
  • დამატებით: სტერეოდინამიკები, ორი მიკროფონი, Active Edge ტქნოლოგია.
  • გაბარიტები: 151,3 x 70,1 x 8,2 მმ | 160,1 x 76,1 x 8,2 მმ
  • წონა: 147 გ | 167 გ
წინა სტატიაGEclose2EU მონაწილეობის მისაღებად კონკურსი 1 მაისს გამოცხადდა
შემდეგი სტატიაNest Hub Max – 10 დიუმიანი ჭკვიანი ეკრანი ვებ-კამერით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი