კიდევ ერთი აპარატული სიახლე, რომელიც Google I/0 2019-ზე წარმოადგინეს არის ჭკვიანი-ეკრანი Nest Hub Max.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ჭკვიანი მოწყობილობების რებრენდინგის შედეგად Google Home მოწყობილობები აწი Nest ბრენდის ნაწილი იქნება. ასე და ამგვარად Google Home Hub უკვე უბრალოდ Nest Hub იქნება, ხოლო მისი უფრო დიდი მოდელი Nest Hub Max.
სიახლემ მიიღო 10 დიუმიანი LCD ეკრანი 1280-800 გარჩევადობით. მას სტერეო დინამიკები აქვს (ორი 10 ვატიანი წინა სპიკერი და 30 ვატიანი ვუფერი) ასევე ვებ-კამერა, რომელსაც Google Duo-ს მხარდაჭერა აქვს. კამერა და მიკროფონის გამორთვა უკანა პანელზე მოთავსებული ამომრთველით არის შესაძლებელი.
Nest Hub Max-ს აქვს იგივე ფუნქციონალი რაც Google Home Hub-ს, მაგრამ არის რამდენიმე ახალი ფუნქციაც. მაგალითისთვის ვებ-კამერის წყალობით მას სახეების ამოცნობა შეუძლია. მას შეუძლია ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხამრებლის ამოცნობა და ასისტენტთან მიმართვისას პერსონალიზებულ ინფორმაციას აწვდის. გარდა ამისა თქვნ ხელის ჟესტებით შეგიძლიათ შეაჩეროთ მუსიკისა და ვიდეოს დაპაუზება ან გაშვება.
Nest Hub Max-ის გამოყენება ტელევიზორადაც არის შესაძლებელი YouTube TV სერვისის წყალობით, ასევე არის ფოტოჩარჩოს რეჟიმი და რა თქმა უნდა მისი საშუალებით შეგიძლიათ მართოთ ნებისმიერი თავსებადი ჭკვიანი მოწყობილობა, როგორიცაა ნათურები, კლიმატის კონტროლი და ა. შ.
Nest Hub Max ხელმისაწვდომი იქნება მუქ და შავ ვარიანტებში, თუმცა ეკრანის ჩარჩო ორივე შემთხვევაში თეთრი იქნება. მოწყობილობის ფასი $229 დოლარი იქნება, რომელიც მომავალში უფრო იაფად ხელმისაწვდომი გახდება გარკვეული აქციების პირობებში.