თიბისი სტარტაპერს ახალი მობილური აპლიკაცია Phubber-ი დაემატა. “Phubber არის მობილური აპლიკაცია, რომელიც არის სოციალური ქსელისა და მარკეტფლეისის მიქსი. აპლიკაციის ყველა მომხმარებელი არის ერთდროულად გამყიდველიც და მყიდველიც. მათ შეუძლიათ განათავსონ გასაყიდად ტანსაცმელი და აქსესუარები” – ვკითხულობთ აპლიკაციის დახასიათებაში. 
Phubber-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანანო დოლაბერიძეა. მისი თქმით, ფაბერი არის ციფრული მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი. მისი მთავარი მიზანი კი, მომხმარებლებისთვის თანხის დაზოგვაა. 

წინა სტატიაგუშინ გუგლმა Pixel-ის 3A და 3A XL მოდელები დააანონსა
შემდეგი სტატიაგრაფიკული დიზაინის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი