კონტენტზე გადასვლა
Neogames-ის დირექტორი თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწე სტარტაპერებთან შეხვედრას გამართავს

Neogames-ის დირექტორი თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწე სტარტაპერებთან შეხვედრას გამართავს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

10 მაისს, 15:30 საათზე ტექნოპარკში ფინეთის ასოციაცია Neogames-ის დირექტორი KooPee Hiltunen – ი თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწე სტარტაპერებთან შეხვედრას გამართავს  – ამის შესახებ ინფორმაცია ტექნოპარკი საქართველო ავრცელებს. 
“KooPee Hiltunen არის ფინეთის ასოციაცია Neogames-ის და Finnish Hub of Game Business-ის  დირექტორი, Finnish Game Developers Association-ის წევრი, EGDF (European Games Developer Federation) და NGI (Nordic Game Institute) დამფუძნებელი. 
ის მუშაობდა ციფრული მედიის ინდუსტრიაში 90-იანი წლების დასაწყისიდან და თამაშების ინდუსტრიაში 2004 წლიდან. იგი ორიენტირებულია თამაშების ინდუსტრიის განვითარებაზე და მის ექსპორტზე.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!