გერმანიამ დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა ავტო-საგზაო გადაზიდვების სისტემის დანერგვა. ქვეყანამ დაიწყო eHighway სისტემის ტესტირება ფრანკფურტისა და დარმსტადის შემაერთებელი ავტობანის 5 კილომეტრიან მონაკვეთზე სადაც ელექტრო-დიზელის ტიპის ჰიბრიდული სატვირთო მანქანებს შეუძლიათ მოძრაობა. ელექტრო ენერგიას სატვირთოები ტრასის თავზე განთავსებული კაბელებიდან იღებს.

პირველი eHighway შვედეთში 2016 წელს გაეშვა და აქაც მსგავსი კონცეფცია იქნა გამოყენებული. სატვირთოები კაბელებს ტრამვაის მსგავსი კონსტრუქციით უერთდება. ჯერ-ჯერობით ამ სისტემას არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია გარემოზე, რადგანაც იქ მხოლოდ ხუთი სატვირთო მოძრაობს.

წინა სტატიაბაზარზე ახალი მარკეტინგული სააგენტო Marklab გამოჩნდა
შემდეგი სტატიადაიწყო პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი