ქართული ციფრული პლატფორმა MyDoc ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაგეხმარებათ

მამუკა მონავარდისაშვილმა, ირაკლი სასანიამ და თორნიკე რაზმაძემ ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა MyDoc შექმნეს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პაციენტებს ონლაინ დიაგნოსტირებაში ეხმარება.
“ერთი მხრივ, დროში გაწელილი, მოუხერხებელი კონსერვატიული მკურნალობის პროცესი და როგორც შედეგი არაეფექტური  ძვირი მკურნალობა და სამედიცინო შეცდომების დიდი რისკი, მეორე მხრივ კი, უწყვეტი და ეფექტური კომუნიკაციის არხების არ არსებობა მკურნალობის პროცესში პაციენტსა და სპეციალისტებს შორის, – აი, ის 2 ძირითადი პრობლემა, რომელმაც გვიბიძგა შეგვექმნა MyDoc,” – ამბობს მამუკა მონავარდისაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *