საოპერაციო სისტემა Fuchsia უკვე მესამე წელია ვითარდება და დღემდე მისი დანიშნულება საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ვიხილეთ მისი სამომხამრებლო ინტერფეისი და საწყის ეტაპზე განხორციელებული შესაძლებლობების მიხედვით მისი ანალიზი შუძლებელი იყო. ცნობილია, რომ მისი ბირთვი არ არის Linux და ის Magenta-ზე მუშაობს და შეუძლია ისეთ პლატფორმებზე მუშაობა რითაც შეუძლია Android, Wear OS და Chrome OS-ის ჩანაცვლება.
ჰიროში ლოკჰეიმერის ინფორმაციით, რომელიც Google Android-ისა და Chrome OS-ის დეველოპერების გუნდის მეთაურია ახალ პროექტს ექსპერიმენტად მოიხსენიებს. Fuchsia-ზე კომპანიის დეველოპერები ახალ ფუნქციონალს ატესტირებებენ მხოლოდ და გეგმაში არანაირი ჩანაცვლება არ განიხილება. ის ფაქტი, რომ ახალი საოპერაციო სისტემა თითქმის ყველა მოწყობილობაზე მუშაობს, მას ძალიან კომფორტულს ხდის ამისთვის.ლოკჰეიმერი ამბობს, რომ Fuchsia საუკეთესო პლატფორმაა ტესტებისთვის და მეტი არაფერი.
ლოკჰეიმერის ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სასიამოვნო იმათთვის, ვინც მოელოდა Android-ის ახალი საოპერაციო სისტემით ჩანაცვლებას, თუმცა გასახარია ის ფაქტიც, რომ Google არ აპირებს მისი პირველი საოპერაციო სისტემის მიტოვებას მაშინ, როცა ის ყველაზე პოპულარული და ამავდროულად ყველაზე დახვეწილიცაა. იგივე შეიძლება ითქვას Chrome OS-ზეც, რომლის შემუშავებაშიც კომპანიამ მილიონობით დოლარი დახარჯა.