ოფიციალურად დადასტურდა ფაქტი, რომ ჰაკერებმა შეძლეს დისტანციურად დაემონტაჟებინათ სმარტფონებსა და სხვა მოწყობილობებზე პროგრამა, რომელსაც WhatsApp-ის საშუალებით ვიდეოთვალთვალი შეუძლია. 
ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში WhatsApp-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჰაკერული ორგანიზაცია საკუთარი მიზნებისთვის იყენებს მობილური ტელეფონების ოპერაციულ სისტემებს. კომპანიის განცხადებით, ეს იყო კიბერდავალება, რომელიც კერძო კომპანიის მიერ შესრულდა.ჯერჯერობით უცნობია WhatsApp-ის ზუსტად რამდენი მომხმარებელი გახდა კიბერშეტევის მსხვერპლი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here