ძველი საოპერაციო სისტემების მომხმარებლებს სერიოზული საფრთხის შესახებ მინდა ვაცნობო, რომელიც მათ კომპიუტერებს ემუქრება. Microsoft-მა უკვე გამოუშვა სპეციაული პატჩი ამ მოწყვლადობის საწინააღმდეგოდ.

TechRadad-ის მონაცემებით კომპიუტერები, რომლებიც ძველ საოპერაციო სისტემებს იყენებენ შესაძლოა დავირუსდნენ შიფრატორით, რომელიც WannaCry-ის ანალოგიურად მუშაობს. ეს პროგრამა მონაცემებზე წვდომას ზღუდავს და 2017 წელს ათასობით კომპიუტერი დაავირუსა მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში, რითაც $1 მილიარდამდე ზარალი მოიტანა.

Microsoft-ში დაადასტურეს, რომ დასნებოვნებული კომპიუტერები თვითან არიან ვირუსის გავრცელების წყაროები, რომლებიც სხვა დაუცვლე სისტემებს გადასცემენ ინფექციას მომხმარებლის ჩარევის გარეშე.

Microsoft-ის საიტზე TechNet გამოქვეყნებულია შესაბამისი გაფრთხილება და პატჩები: Windows 7, Windows 2008 R2, Windows 2008, Windows 2003 და Windows XP-თვის.

წინა სტატიაFuture Agro Challenge-ის გამარჯვებული დავით მიზანდარის გუნდი გახდა
შემდეგი სტატიაბილაინი მომხმარებელს სთავაზობს ახალ ინტერნეტპაკეტებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი