2019 წლის 22 მაისიდან ანაკლიის სასწავლო ცენტრში, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინიციატივით შეიქმნა და USAID-ის “ზრდა” პროექტი აფინანსებს, სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამები დაინერგა. ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ ისწავლოს და ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას დაეუფლოს.
სასწავლო პროგრამები ანაკლიის სასწავლო ცენტრსა და ზუგდიდის ტექნო-პარკში გაიმართება. პროექტი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
ინგლისური ენა (6 თვე) კომპიუტერული პროგრამები (5 თვე) სარესტორნო მომსახურების სპეციალისტი (მიმტანი) (4 თვე) სასტუმროს დასუფთავების სამსახურის სპეციალისტი (დამლაგებელი) (3 თვე) სტუმრების მიღება-განთავსების სპეციალისტი სასტუმროში (5 თვე) მეწარმეობა და ბიზნეს ადმინისტრირება (3 თვე)