კონტენტზე გადასვლა
GNCC ახალ მონაცემებს აქვეყნებს

GNCC ახალ მონაცემებს აქვეყნებს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარენ, 7%-ით გაიზარდა და 74% შეადგინა.
“ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურებების ჯამური შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30% კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.
იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ,  2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარი შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კი 13% -ით გაიზარდა და 709 ათასი გახდა,”-წერია GNCC-ის განცხადებაში.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!