23 მაისს გაიმართა ელექტრონული კომერციის რეგიონული ფორუმი გორში, სახელმწიფო უნივერსიტეტში.
“ფორუმის მიზანია მეწარმეებს გააცნოს ის კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ელექტრონული კომერციის მიმართულებით.”
ღონისძიებაზე მოწვეულმა კომპანიებმა სტუმრებს გააცნეს ის შესაძლებლობები და გზები, რომელიც დამსწრე საზოგადოებას დაეხმარება ბიზნესის ციფრულ ბაზარზე განვითარებაში ონლაინ ხელსაწყოების დახმარებით.
ღონისძიება ორ ნაწილად გაიყო: ვორკშოპი მეწარმეებისთვის და გამოფენა, სადაც კომპანიებს საკუთარი სერვისების და პროდუქციის წარდგენა-გამოფენ შეეძლოთ.
ფორუმი ჩატარდა პროგრამის “ინტერნეტი განვითარებისთვის” ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2018 წლის ნოემბრიდან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.