სავაჭრო პლატფორმაზე “Bitstamp” ბიტკოინი ისევ გაძვირდა. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი ამ დროისთვის, $8,753.96-ია.
საინტერესოა, რომ 2017 წლის დასასრულისთვის კრიპტოვალუტა, დაახლოებით, $20 000 ღირდა, ხოლო 2018 წელს ბაზარზე მისი ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზად ანალიტიკოსები სამთავრობო თუ ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებს ასახელებდნენ. საბოლოოდ, 2019 წლის აპრილში კრიპტოვალუტის ფასი $5,087 გახდა, ახალანდელი მონაცემებით კი, როგორც აღვნიშნეთ, ბიტკოინის ღირებულებამ $8,753.96-ს მიაღწია.