ახალი ქართული აპლიკაცია Artistik ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისათვის, რომ კონკრეტული მხატვრის სტილი, ფილტრის სახით, თქვენს ფოტოზე გადმოიტანოს.აპლიკაციის გამოყენებისას, მომხმარებელი თვითონ ირჩევს, რომელი მხატვრის სტილის გადატანა სურს საკუთარ ფოტოზე.

ქართული IT კომპანია Lemondo-ში შეიქმნა და ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს 15 სხვადასხვა ფილტრი გამოიყენოს, მათ შორის ქართველი ხელოვანი რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების ინსპირაციით შექმნილი ფილტრიც. 

აპლიკაცია უკვე App Store-ზეა ხელმისაწვდომი და iOS-ის მომხმარებლების გარდა, მის გადმოწერას მალე Android-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

წინა სტატიაRedmi K20 და K20 Pro ოფიციალურად წარმოადგინეს
შემდეგი სტატიახელოვნური ინტელექტის გამოყენებით თქვენი საკუთრების დაცვა მოხდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი