Redmi K20 და K20 Pro ოფიციალურად წარმოადგინეს

Redmi K20 და K20 Pro ოფიციალურად წარმოადგინეს

ბრენდმა Redmi გუშინ წარმოადგინა მორიგი “ფლაგმანების მკვლელი” სმარტფონები Redmi K20 და Redmi K20 Pro.

ორივე სიახლეს იდენტური გარეგნობა აქვს – სმარტფონების კორპუსი შუშისაა და სამ ფერშია ხელმისწავდომი: შავი, წითელი და ლურჯი. 6.39 დიუმიანი AMOLED ეკრანი Full HD+ გარჩევადობით პრაქტიკულად წინა პანელს მთლიანად იკავებს, რადგან მას არ აქვს წინა პანელზე კამერა და არც არანაირი ჩაჭრა. სელფის კმაერა 20 მეგაპიქსელიანი და სმარტფონის ზედა მხირდან ამოდის 0.8 წამში.

K20-ის აპარატული პლატფორმაა Qualcomm Snapdragon 855 გრაფიკით Adreno 640. ოპერატიული მეხსიერება 6 ან 8 გიგიაბაიტი შეიძლება იყოს ხოლო ჩაშენებული 64/128/256 გიგაბაიტი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია Mi Turbo და Game Turbo 2.0. უმცროსმა K20 მოდელმა მიიღო Qualcomm Snapdragon 730 და გრაფიკული ჩიპი Adreno 618. დანარჩენი პარამეტრები იდენტურია.

K20-ის მთავარი კამერა სამი მოდულისგან შედგება: 48 მეგაპიქსელიანი Sony IMX586, f/1.75, 0.8μm + 8 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო 2X ზუმით + 13 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი. მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტი გადაღების სხვა და სხვა რეჟიმებით და Super Nigth რეჟიმი, შესაძლებელია 4K ვიდეოსა და slow-mo ვიდეოს გადაღება. K20-შიც კამერების ანალოგიური სისტემა გამოიყენება.

ჩაშენებული აკუმლატორის მოცულობა K20 და K20 Pro-ში 4000 მილიამპერია. თუმცა K20-ში მხოლოდ 18 ვატიანი სწრაფი დამუხტვაა, როცა Pro ვარიანტში მას 27 ვატიანი უფრო სწრაფი დამუხტვა აქვს. დანარჩენი მოცემები ორივე მოდელს იდენტური აქვს: LTE, Wi-Fi 5, Bluetooth 5.0, GPS, NFC, ეკრანის ქვევით მოთავსებული ანაბეჭდების სკანერი, 3.5 მმ. აუდიო ჯეკი (Hi-Res Audio-ს მხარდაჭერით), USB-Type-C. სმარტფონი მუშაობს Androdi 9.0 საოპერაციო სისტემის და MIUI 10 საფირმო გარსის მართვის ქვეშ.

და რაც მთავარია ფასები:

Redmi K20 – 6/64 – 290$
Redmi K20 – 6/128 – 305$

Redmi K20 Pro – 6/64 – 360$
Redmi K20 Pro – 6/128 – 375$
Redmi K20 Pro – 8/128 – 405$
Redmi K20 Pro – 8/256 – 435$

https://youtu.be/F9D2R0oL-iA

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა