ფეისბუკის დამფუძნებელი და CEO მარკ ზაკერბერგი კრიტიკის ობიექტი სოციალურ ქსელში დეზინფორმაციისა და ტოქსიკური კონტენტის გავრცელების ბრალდებით იქცა, შესაბამისად 30 მაისს Facebook-ის ბორდის ყოველწლიურ შეკრებაზე, კომპანიის ბორდის თავმჯდომარეობიდან მარკ ზაკერბერგის გადადგომის საკითხი განიხილეს. 

ზაკერბერგმა განაცხადა, რომ ის არ არის მზად მსგავსი ცვლილებებისთვის და კომპანიის ბორდის თავმჯდომარეობიდან გადადგომისთვის. 

რეალურად, ზაკერბერგის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, რადგან მარკი მის მიერ, 15 წლის წინ დაფუძნებული ყველაზე წარმატებული სოციალური ქსელის წილის 60%-ს ფლობს. 

წინა სტატიაბიზნეს ორგანიზაციებისთვის გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება კიდევ ორი დღე გაგრძელდება
შემდეგი სტატიაiTunes უქმდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი