საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, UG Startup Factory დაინტერესებულ კანდიდატებს დაეხმარება დაარსონ Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბი (Developer Student Club) ან გახდნენ უკვე არსებული კლუბის წევრი.
უფრო კონკრეტულად კი, UG Startup Factory დაინტერესებულ პირებს უზრუნველყოფს შემდეგით:
აპლიკაციის სწორად შევსება, ღონისძიებების ორგანიზება,ღონისძიებების პიარი, ღონისძიებებისთვის საჭირო სივრცით უზრუნველყოფა, უსასყიდლოდ საერთო სამუშაო სივრცეში განთავსება და სხვ.
სტუდენტური კლუბის ლიდერები წელიწადში ერთხელ შეირჩევიან. განაცხადის გაკეთების ვადაა: 15 ივნისი
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – http://g.co/dev/dsc