7 ივნისს თბილისის ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით ტარდება ვორქშოპი. რომლის მიზანია ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელ მეწარმეებს გააცნოს და მისცეს საბაზისო ცოდნა ისეთი ინტერნეტ პლათფორმების შესახებ როგორიც არის Ebay.com
სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესის განვითარების სპეციალურ უფასო პროგრამებს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც რეგისტრირებული საწარმოები აქვთ ან უკვე ფუნქციონირებენ თბილისში.
ვორქშოპი ჩატარდება 7 ივნისს 15:00 საათზე, სპარკში (ცოტნე დადიანის 164).