tvOS 13

- Apple TV-ს ექნება რამდენიმე მომხმარებლის მხარდაჭერა. ყოველ მომხამრებელს ექნება საკუთარი პროფილი, კონტენტის კოლექცია და მუსიკა.
- მოწყობილობას შეძლიათ შეუერთოთ Xbox One და PlayStation 4-ის კონტროლერები (რა თქმა უნდა მათი ხმარდაჭერა iOS-სა და iPad OS-ში იქნება). ფაქტიურად Apple TV შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მინი კონსოლი.
- Apple Music ტელევიზორზე სიმღერების ტექსტებს გამოიტანს, რეალურ დროში.
Watch OS – 6

- საათზე დაემატება კალკულატორი, რომელსაც ანგარიშების გაყოფა შეეძლება, მაგ. რესტორანში გადახდისას.
- გაეშვება სრულფასოვანი App Store საათებისთვის – შესაძლებელი იქნება აპლიკაციების მოძიება და დაყენება სმარტფონის გარეშე. გამოჩნდება პირველი აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ საათისთვის იქნება შექმნილი.
- აუდიო სტრიმინგის API საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას და პოდკასტებს გარეშე მწარმოებლებისგან სმარტფონის გარეშე.
- საათზე გამოვა აპლიკაცია აუდიო წიგნების მოსასმენად და ხმოვანი ჩანაწერების გასაკეთებლად.
- საათი შეძლებს watchOS-ის განახლებების ჩატვირთვას სმარტფონის გარეშე.
- საათი შეძლებს ფერტილურობის ციკლების თვალყურს ქალებისთვის.
- იქნება შესაძლებლობა გაიზომოს ხმაურის დონე: საათი რეკომენდაციას მოგცემთ გახვიდეთ ხმაურიანი ადგილიდან.
- საათი მანქანური დასწავლის ალგორითმებით შეძლებს ჯანმრთელობის ტრენდებზე დაკვირვებას და შესაბამისი რჩევების მოცემას – მაგ. კვირის ბოლოს უფრო მეტი სეირნობის და ნაკლები ჯდომის შესახებ.
iOS 13

- iOS 12-ის მსგავსად აქაც უმთავრესად ოპტიმიზაციაზე და სიჩქარეზეა გაკეთებული აქცენტი.
- Face ID-ით განბლოკვა 30%-ით აჩქარდება.
- შემცირდება აპლიკაციების ზომა და ისინი სმარტფონში 50%-ით ნაკლებ ადგილს დაიკავებენ, ხოლო მათი განახლებების ზომა 60%-ით შემცირდება.
- აპლიკაციების გაშვების სიჩქარე გაორმაგდება.
- იქნება ნანატრი მუქი თემა, რომელიც რეალიზებულია სისტემაში, ასე რომ დეველოპერებს აპლიკაციებში ამ ფუნქციის ჩართვა ძალიან გაუმარტივდებათ.
- SWYPE კრებულის მხარდაჭერა Android-ის მსგავსად, მხოლოდ ამ შემთხვევაში სისტემური კლავიატურის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.
- AirDrop-ით ფოტოგრაფიის გაგზავნისას სისტემა ავტომატურად ამოიცნობს ხალხს სურათებზე და შემოგთავაზებთ მათს აიფონებზე გაგზავნას, თუ ისინი ახლოს იმყოფებიან.
- ემოჯი როგორც იქნა მოშორდება ღილაკს გლობუსის პიქტოგრამით.
- გადამუშავდა ფოსტის, ბრაუზერის და შეხსენებების აპლიაციები – ფოსტაში შესაძლებელია წერილის შედგენისას ყველა იმფუნქციონალით სარგებლობა რაც სამაგიდო ვერსიაში გვხვდება, ხოლო ბრაუზერის პარამეტრების მოწყობა უკვე ნებისმიერი საიტისთვის ცალკე იქნება შეაძლებელი.
- Apple Maps უფრო დეტალური გახდება და Street View ფუნქციონალს მიიღებს, ოღონდ მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე.
- Apple-მა შექმნა საკუთარი API – “Apple-ით ავტორიზაცია”. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება სერვისებზე რეგისტრაცია ისე, რომ პირადი ინფორმაცია არ გააზიაროთ. საჭიროების შემთხვევაში Apple შექმნის ფიქტიურ ელ-ფოსტას, რეგისტაციისთვის კონკრეტულ აპლიკაციაში, რომელიც თქვენს რეალურ ფოსტაში გადააგზავნის საჭირო კორესპოდენციებს.
- Memoji უკვე ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოწყობილობაზე რომელსაც მინიმუმ A9 პროცესორი აქვს. მათში შესაძლებელი იქნება საკუთარი სტიკერების შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფოსტაში, შეტყობინებებში, კონტაქტებში და სხვა აპლიკაციებში.
- iOS-ში გამოჩნება ფოტოების რედაქტირების უფრო მძლავრი ინსტრუმენტები (სიკაშკაშე, სიმკვეთრე, ფერადობა, ვინეტი, თეთრის ბალანსი, ხმაურის წაშლა, ავტომატური ჩასწორება), ფილტრები ვიდეოსთვის. ვიდეოს გადაბრუნება ახლა უკვე სისტემური ფუნქცია ხდება.
- მანქანური მხედველობა ავტომატურად ამოირჩევს საუკეთესო ფოტოს და ავტომატურად შექმნის დღიურის მსგავს გალეერეას.
- ფოტოგრაფიები დაჯგუფდება მოვლენების მიხედვით სადაც გათვალისწინებული იქნება კონტექსტი, როგორიცაა დაბადების დღეები თუ ქორწილები.
- Siri-ს ხმა უკვე სრუალდ ნეიროქსელების მიერ იქნება დაგენერირებული და არა წინასწარ ჩაწერილი ფრაგმენტებისგან, რითაც გრძელი ფრაზები უფრო ბუნებრივად გაჟღერდება.
- HomePod შეძლებს პირდაპირ გააგრძელოს iPhone-ზე გაშვებული მუსიკის დაკვრა, მაშინათვე, როცა მომხმარებელი სახლში შევა.
- AirPods-ებით შესაძლებელი გახდება პირდაპირ ხმით პასუხი.
- ერთ iPhone-ზე შსაძლებელი გახდება რამდენიმე AirPods-ების შეერთება.
- Wi-Fi-ის შეცვლა ახლა უკვე პირდაპირ Control Center-ში იქნება შესაძლებელი.
- შესაძლებელი გახდება კონკრეტული აპლიკაციების ენის შეცვლა.
- შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ზომის აპლიკაციების გადმოწერა მობილური ინტერნეტის საშუალებით.
- 3D Touch ფუქცია ჩაირთვება ყველა მოწყობილობაში.
- iOS 13-ში არ იქნება iPhone 6-ის მხარდჭერა, თუმცა iPhone SE ჯერ-ჯერობით მიიღებს ამ მაჟორულ განახლებას.

iPad OS

- Apple-ის პლანშეტებმა მიიღეს საკუთარი საოპერაციო სისტემა, რომელიც გამოეყო iOS-შ.
- iPad-ის ინტერფეისი უფრო მიუახლოვდება MacOS-ის დიზაინს. ვიჯეტები ირდაპირ სამუშაო მაგიდაზე იქნება ხელმისაწვდომი.
- მრავალფანჯრიანი რეჟიმი უფრო გართულდა და მიიღო დამატებითი ჟესტები აპლიკაციებს შორის გადაადგილეისათვის და მონაცემების გადატანისათვის.
- iPad ახალა უკვე გარე მყარ დისკებთან და ფლეშკებთან იმუშავებს, ასევე შესაძლებელი იქნება მაკიდან ფოლდერების გადატანაც.
- Safari იმუშავებს, როგორც სრულყოფილი სამაგიდო ბრაუზერი, კლავიატურის მხარდაჭერით და ჩამოტვირთვების მენეჯერით.
- გამოჩნდა სწრაფი კოპირება და ჩასმა სამი თითის საშუალებით.
- Apple Pencil-ის დაყოვნება 20 მილიწამიდან 9 მილიწამამდე შემცირდა.
- iPad OS-ში მაუსის სრული მხარდაჭერა იქნება, ხოლო კლავიატურით შესაძლებელი გახდება საოპერაციო სისტემის სრული ფუნქციონალით სარგებლობა.
macOS Catalina

- macOS-ის შემდეგი ვერსიის სახელი იქნება Catalian
- Apple-მა iTunes-გააუქმა და მის ნაცვლად სამი ახალი აპლიკაცია Apple Music, Apple TV და პოდკასტები წარმოადგინა.
- iPhone-ის სინქრონიზაცია უკვე ჩაშენებულია MacOS-ის პარამეტრების აპლიკაციაში.
- პოდკასტების აპლიკაციაში მანქანური დასწავლით შესაძლებელი გახდება ტექსტური ძიება.
- macOS-ში ახლა უკვე HDR10, Dolby Vision და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა იქნება
- iPad-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მაკის დამატებითი ეკრანი, რომელზეც Apple Pencil-ით მუშაობა იქნება შესაძლებელი ამავდროულად.