tvOS 13

  • Apple TV-ს ექნება რამდენიმე მომხმარებლის მხარდაჭერა. ყოველ მომხამრებელს ექნება საკუთარი პროფილი, კონტენტის კოლექცია და მუსიკა.
  • მოწყობილობას შეძლიათ შეუერთოთ Xbox One და PlayStation 4-ის კონტროლერები (რა თქმა უნდა მათი ხმარდაჭერა iOS-სა და iPad OS-ში იქნება). ფაქტიურად Apple TV შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მინი კონსოლი.
  • Apple Music ტელევიზორზე სიმღერების ტექსტებს გამოიტანს, რეალურ დროში.

Watch OS – 6

  • საათზე დაემატება კალკულატორი, რომელსაც ანგარიშების გაყოფა შეეძლება, მაგ. რესტორანში გადახდისას.
  • გაეშვება სრულფასოვანი App Store საათებისთვის – შესაძლებელი იქნება აპლიკაციების მოძიება და დაყენება სმარტფონის გარეშე. გამოჩნდება პირველი აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ საათისთვის იქნება შექმნილი.
  • აუდიო სტრიმინგის API საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას და პოდკასტებს გარეშე მწარმოებლებისგან სმარტფონის გარეშე.
  • საათზე გამოვა აპლიკაცია აუდიო წიგნების მოსასმენად და ხმოვანი ჩანაწერების გასაკეთებლად.
  • საათი შეძლებს watchOS-ის განახლებების ჩატვირთვას სმარტფონის გარეშე.
  • საათი შეძლებს ფერტილურობის ციკლების თვალყურს ქალებისთვის.
  • იქნება შესაძლებლობა გაიზომოს ხმაურის დონე: საათი რეკომენდაციას მოგცემთ გახვიდეთ ხმაურიანი ადგილიდან.
  • საათი მანქანური დასწავლის ალგორითმებით შეძლებს ჯანმრთელობის ტრენდებზე დაკვირვებას და შესაბამისი რჩევების მოცემას – მაგ. კვირის ბოლოს უფრო მეტი სეირნობის და ნაკლები ჯდომის შესახებ.

iOS 13

  • iOS 12-ის მსგავსად აქაც უმთავრესად ოპტიმიზაციაზე და სიჩქარეზეა გაკეთებული აქცენტი.
  • Face ID-ით განბლოკვა 30%-ით აჩქარდება.
  • შემცირდება აპლიკაციების ზომა და ისინი სმარტფონში 50%-ით ნაკლებ ადგილს დაიკავებენ, ხოლო მათი განახლებების ზომა 60%-ით შემცირდება.
  • აპლიკაციების გაშვების სიჩქარე გაორმაგდება.
  • იქნება ნანატრი მუქი თემა, რომელიც რეალიზებულია სისტემაში, ასე რომ დეველოპერებს აპლიკაციებში ამ ფუნქციის ჩართვა ძალიან გაუმარტივდებათ.
  • SWYPE კრებულის მხარდაჭერა Android-ის მსგავსად, მხოლოდ ამ შემთხვევაში სისტემური კლავიატურის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.
  • AirDrop-ით ფოტოგრაფიის გაგზავნისას სისტემა ავტომატურად ამოიცნობს ხალხს სურათებზე და შემოგთავაზებთ მათს აიფონებზე გაგზავნას, თუ ისინი ახლოს იმყოფებიან.
  • ემოჯი როგორც იქნა მოშორდება ღილაკს გლობუსის პიქტოგრამით.
  • გადამუშავდა ფოსტის, ბრაუზერის და შეხსენებების აპლიაციები – ფოსტაში შესაძლებელია წერილის შედგენისას ყველა იმფუნქციონალით სარგებლობა რაც სამაგიდო ვერსიაში გვხვდება, ხოლო ბრაუზერის პარამეტრების მოწყობა უკვე ნებისმიერი საიტისთვის ცალკე იქნება შეაძლებელი.
  • Apple Maps უფრო დეტალური გახდება და Street View ფუნქციონალს მიიღებს, ოღონდ მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე.
  • Apple-მა შექმნა საკუთარი API – “Apple-ით ავტორიზაცია”. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება სერვისებზე რეგისტრაცია ისე, რომ პირადი ინფორმაცია არ გააზიაროთ. საჭიროების შემთხვევაში Apple შექმნის ფიქტიურ ელ-ფოსტას, რეგისტაციისთვის კონკრეტულ აპლიკაციაში, რომელიც თქვენს რეალურ ფოსტაში გადააგზავნის საჭირო კორესპოდენციებს.
  • Memoji უკვე ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოწყობილობაზე რომელსაც მინიმუმ A9 პროცესორი აქვს. მათში შესაძლებელი იქნება საკუთარი სტიკერების შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფოსტაში, შეტყობინებებში, კონტაქტებში და სხვა აპლიკაციებში.
  • iOS-ში გამოჩნება ფოტოების რედაქტირების უფრო მძლავრი ინსტრუმენტები (სიკაშკაშე, სიმკვეთრე, ფერადობა, ვინეტი, თეთრის ბალანსი, ხმაურის წაშლა, ავტომატური ჩასწორება), ფილტრები ვიდეოსთვის. ვიდეოს გადაბრუნება ახლა უკვე სისტემური ფუნქცია ხდება.
  • მანქანური მხედველობა ავტომატურად ამოირჩევს საუკეთესო ფოტოს და ავტომატურად შექმნის დღიურის მსგავს გალეერეას.
  • ფოტოგრაფიები დაჯგუფდება მოვლენების მიხედვით სადაც გათვალისწინებული იქნება კონტექსტი, როგორიცაა დაბადების დღეები თუ ქორწილები.
  • Siri-ს ხმა უკვე სრუალდ ნეიროქსელების მიერ იქნება დაგენერირებული და არა წინასწარ ჩაწერილი ფრაგმენტებისგან, რითაც გრძელი ფრაზები უფრო ბუნებრივად გაჟღერდება.
  • HomePod შეძლებს პირდაპირ გააგრძელოს iPhone-ზე გაშვებული მუსიკის დაკვრა, მაშინათვე, როცა მომხმარებელი სახლში შევა.
  • AirPods-ებით შესაძლებელი გახდება პირდაპირ ხმით პასუხი.
  • ერთ iPhone-ზე შსაძლებელი გახდება რამდენიმე AirPods-ების შეერთება.
  • Wi-Fi-ის შეცვლა ახლა უკვე პირდაპირ Control Center-ში იქნება შესაძლებელი.
  • შესაძლებელი გახდება კონკრეტული აპლიკაციების ენის შეცვლა.
  • შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ზომის აპლიკაციების გადმოწერა მობილური ინტერნეტის საშუალებით.
  • 3D Touch ფუქცია ჩაირთვება ყველა მოწყობილობაში.
  • iOS 13-ში არ იქნება iPhone 6-ის მხარდჭერა, თუმცა iPhone SE ჯერ-ჯერობით მიიღებს ამ მაჟორულ განახლებას.

iPad OS

  • Apple-ის პლანშეტებმა მიიღეს საკუთარი საოპერაციო სისტემა, რომელიც გამოეყო iOS-შ.
  • iPad-ის ინტერფეისი უფრო მიუახლოვდება MacOS-ის დიზაინს. ვიჯეტები ირდაპირ სამუშაო მაგიდაზე იქნება ხელმისაწვდომი.
  • მრავალფანჯრიანი რეჟიმი უფრო გართულდა და მიიღო დამატებითი ჟესტები აპლიკაციებს შორის გადაადგილეისათვის და მონაცემების გადატანისათვის.
  • iPad ახალა უკვე გარე მყარ დისკებთან და ფლეშკებთან იმუშავებს, ასევე შესაძლებელი იქნება მაკიდან ფოლდერების გადატანაც.
  • Safari იმუშავებს, როგორც სრულყოფილი სამაგიდო ბრაუზერი, კლავიატურის მხარდაჭერით და ჩამოტვირთვების მენეჯერით.
  • გამოჩნდა სწრაფი კოპირება და ჩასმა სამი თითის საშუალებით.
  • Apple Pencil-ის დაყოვნება 20 მილიწამიდან 9 მილიწამამდე შემცირდა.
  • iPad OS-ში მაუსის სრული მხარდაჭერა იქნება, ხოლო კლავიატურით შესაძლებელი გახდება საოპერაციო სისტემის სრული ფუნქციონალით სარგებლობა.

macOS Catalina

  • macOS-ის შემდეგი ვერსიის სახელი იქნება Catalian
  • Apple-მა iTunes-გააუქმა და მის ნაცვლად სამი ახალი აპლიკაცია Apple Music, Apple TV და პოდკასტები წარმოადგინა.
  • iPhone-ის სინქრონიზაცია უკვე ჩაშენებულია MacOS-ის პარამეტრების აპლიკაციაში.
  • პოდკასტების აპლიკაციაში მანქანური დასწავლით შესაძლებელი გახდება ტექსტური ძიება.
  • macOS-ში ახლა უკვე HDR10, Dolby Vision და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა იქნება
  • iPad-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მაკის დამატებითი ეკრანი, რომელზეც Apple Pencil-ით მუშაობა იქნება შესაძლებელი ამავდროულად.
წინა სტატიაApple-მა ახალი Mac Pro წარმოადგინა
შემდეგი სტატიაკიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი SME სექტორისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი