აშშ-ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს ვიზიტი გრძელდება. ამჯერად, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სან-ფრანცისკოს სილიკონ ველის კომპანია “აიდიტექის” აღმასრულებელ დირექტორს პიტ-ინგრამ ქაუჩის საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ში განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფება.
“მე ვფიქრობ, როდესაც მთავრობა დიდ ინვესტიციას დებს განათლებასა და ტექნოლოგიებში, ეს ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტიაა.” – განაცხადა სან-ფრანცისკოს სილიკონი ველის კომპანია “აიდიტექის” აღმასრულებელი დირექტორმა პიტ-ინგრამ ქაუჩიმ.