10 ივნისს 100 000 ლარამდე საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

10 ივნისს, 19:00-საათზე ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების 100 000 ლარამდე საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპერებისთვის 650 000-ლარიანი ინოვაციური საგრანტო პროგრამა დაიწყო.

“პროგრამის მეშვეობით, ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *