კომპანია Google-მა თავისი ღრუბლოვანი გეიმინგ სერვისს Stadia-ს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაასაჯაროვა. პრეზენტაცია Youtube-ზე ლაივ სტრიმის სახით გამოქვეყნდა.

მთავარი

Stadia-ს გაშვებისას იქნება კონტენტის გავრცელების მოდელი. Stadia Base – რომლის ფარგლებშიც მომხამრებელი შეძლებს თამაშების შეძენას და მის თამაშს ულიმიტოდ ნებისმიერ მხარდაჭერილ მოწყობილობაზე. მეორე მოდელი Stadia Pro ხელმოწერითაადა თვეში 9.99 დოლარი ეღირება. ხელმომწერები მიიღებენ შეზღუდულ წვდომას ბიბლიოთეკაზე (სიახლეების ყიდვა ცალკე იქნება საჭირო).

დეტალები

  • Stadia-ს უმთავრესი ამოცანაა შესაძებელი გახადოს გიმინგი ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელზეც Chrome არის ხელმისაწვდომი.
  • გაშვებისას სტადია 4 ტიპის მოწყობილობებზე იქნება: ტელევიზორები, სამაგიდო კომპიუტერები, ნოუთბუქები და სმარტფონები (პირველ ეტაპზე Pixel 3 სერიები)
  • როგორც ცნობილი იყო ყველა გამოთვლა Google-ის მონაცემთა დამიშავების ცენტრებში განხორცილედება. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ფინური დატაცენტრის მშენებლობისთვის 672 მილიონი დოლარი გამოყო.
  • Stadia-ს ექნება რამდენიმე გარჩევადობის რეჟიმი სხვა და სხვა ეკრანებისთვის, რომელიც ასევე დამოკიდებული იქნება შეერთების სიჩქარეზე – 35 მეგაბიტი წამში შეერთებისას Stadia შეძლებს 4K გარჩევადობის გამოშვებას HDR-ის მხარდაჭერით და 60 კადრი წამში სიხშირით. თუმცა 10 მეგაბიტიანი შეერთებისას გამოსახულების ხარისხი 720p-მდე შემცირდება.
  • Google დარწმუნებულია, რომ პლატფორმა შეძლებს სისწრაფეზე ორიენტირებული თამაშების გაშვებას, როგორიცაა Mortal Kombat X.
  • Stadia-თვის გამოვა უკაბელო გეიმპადი, რომელიც სპეციალურად ღრუბლოვანი გიმინგისთვისაა შექმნილი და აქვს სპეციალური ღილაკები სტიმინგის გასაშვებად და Google Assistant-ის გამოსაძახებლად.
  • Stadia-ზე თამაში შესაძლებელი იქნება ასევე ნებისმიერი სხვა გეიმპადითა და რა თქმა უნდა კლავიატურა/მაუსით.
  • ორიგინალური კონტროლერი სერვერებს პირდაპირ დაუკავშირდება, ხოლო გამოსახულება ცალკე წამოვა.
  • კონტროლერის ფასი 69 დოლარი იქნება.
  • პირველ ეტაპზე სერვისი მსოფლიოს 14 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი:
    ბელგია
    ფინეთი
    კანადა
    დანია
    საფრანგეთი
    გერმანია
    ირლანდია
    იტალია
    ნიდერლანდები
    ნორვეგია
    ესპანეთი
    შვედეთი
    გაერთიანებული სამეფო
    ამერიკის შეერთებლი შტატები
  • გამოქვეყნდა 28 თამაში, რომლებიც პლატფორმის გაშვებისას იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორისაა:
    Baldurs Gate 3, Ghost Recon: Breakout, Destiny 2, Doom Eternal, The Division 2, Metro Exodus.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here