ჰუავეის სმარტფონებში ფეისბუქი, ინსტაგრამი და WhatsApp დაყენებული აღარ დაგხვდებათ, რადგან ჰუავეის საკუთარ სმარტფონებში ფეისბუქის აპლიკაციების წინასწარ დაყენების უფლება აღარ აქვს.

ომპანიის სმარტფონებში WhatsApp-ის, ფეისბუქისა და ინსტაგრამის დაყენება Play Store-დან კვლავ შესაძლებელი იქნება, უბრალოდ კომპანიას აღარ აქვს უფლება, რომ აღნიშნული აპლიკაციები ქარხნულად დააყენოს საკუთარ სმარტფონებში. 

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.

წინა სტატიაFacebook საკუთარ კრიპტოვალუტას 18 ივნისს წარადგენს
შემდეგი სტატიაAmazon-ის აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაემატება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი