დიდ ბრიტანეტში, ლონდონში, სტარტაპ გრაინდის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორის როლში წარსდგა.
“სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ გაერთიანებაა, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან 2 მლნ ენტრეპრენერს აერთიანებს.
2018 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაში, მიღწეული შედეგებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე წელს სააგენტო ღონისძიებაზე პარტნიორის სტატუსით წარსდგა.
ინოვაციების სააგენტომ ქართული კუთხე ღონისძიების მთავარ საგამოფენო სივრცეში წარმოადგინა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული სტარტაპ გარემო, ხელშემწყობი მექანიზმები და პროგრამები გააცნო დამთვალიერებელს.”