უჩვეულო ფასდაკლება მობილურის აქსესუარებზე ზუმერში დღეს დილიდან დაიწყო. მომხმარებელს ბრენდის ფილიალებში აქსესუართა ნაწილის შეძენა წონით შეუძლია.

“მიუხედავად იმისა, რომ ზუმერში თითქმის ყველანაირი აქსესუარის შეძენაა შესაძლებელი, ჩვენი ბრენდი ადამიანთა უმეტესობისთვის მაინც მხოლოდ მობილურ ტელეფონებთან ასოცირდება. ამიტომ აქსესუართა სიმრავლისა თუ მრავალფეროვნების ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის ისეთი შეთავაზება გაგვეკეთებინა, რომელიც ბევრად უფრო დასამახსოვრებელი იქნებოდა, ვიდრე ეს უბრალოდ “გრანდიოზული ფასდაკლებაა”. როგორც იცით, ზუმერული ფასი უკვე თავისთავად ნიშნავს საუკეთესო ფასს მოცემულ მომენტში, ამიტომ ამჯერად შევეცადეთ, ეს ფასი არა მხოლოდ რიცხვებით, არამედ შინაარსობრივადაც ყოფილიყო გამორჩეული”, – აცხადებს ეთო მერებაშვილი

წინა სტატიალონდონში, სტარტაპ გრაინდის კონფერენცია გაიმართა, სადაც GITA პარტნიორის როლში წარსდგა
შემდეგი სტატიაHuawei აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერ მსურველს პროდუქტების გამოკვლევის უფლება მისცეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი