Visa, Mastercard, PayPal, Uber და სხვა კომპანიებმა მხარი დაუჭირეს Facebook-ის კრიპტოვალუტას – Libra. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს, საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით თითოეულმა კომპანიამ 10 მილიონამლდე ივესტიცია გააკეთეს, რითაც მმართველი კონსორციუმის წევრები გახდნენ. თვითონ Facebook პლატფორმაში 1 მილიარდამდე დოლარის ინვესტირებას აპირებს.

გამოყოფილი თანხა კრიპტოვალუტის შექმნაში დაიხარჯება, რომლის კურსიც ფიატური ვალუტების კალათაზე იქნება მიბმული. ასე და ამგვარდა Facebook-ს იმედი აქვს თავი აარიდოს სერიოზულ რყებეს, რომელიც სხვა კრიპტოვალუტებს ახასიათებთ.

Coindesk-ის ინფორმაციით Libra-თი მომხმარებლები შეძლებენ შესყიდვების გაკეთებას და თანხის გადარიცხვას Facebook, WhatsApp და Instagram-ის საშუალებით.

The Wall Street Journal ამტკიცებს, რომ არც Facebook და არც სხვა კონსორციუმის წევრები არ განახორციელებენ Libra-ს პირდაპირ კონტროლს. ტრანზაქციების განხორციელებისა და კონტროლის მექანიზმები შემოთავაზებული იქნება პროექტის სხვა და სხვა მონაწილეების მიერ.

პროექტის პრეზენტაცია ივნისის შუა რიცხვებისათვის არის მოსალოდნელი, ხოლო კრიპტოვალუტა 2020 წლისთვის ჩაეშვება ექსპლოატაციაში.

Facebook-ის პრეს-მდივანმა უარი განაცხადა გაეკეთებინა რამე კომენტარი პროექტის შესახებ.

წინა სტატიავიეტნამის ხელისუფლება გლობალურ ბრენდებს მოუწოდებს,Youtube-ზე რეკლამა აღარ განათავსონ
შემდეგი სტატიატექნოპარკში 27 ივნისს გაიმართება Fuckup Nights Tbilisi vol.14.

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი