კონტენტზე გადასვლა
აბონენტებს მაგთიფიქსის მომსახურება არ შეუწყდებათ

აბონენტებს მაგთიფიქსის მომსახურება არ შეუწყდებათ

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

მაგთიკომის ინფორმაციით, აბონენტებს მაგთიფიქსის მომსახურება არ შეუწყდებათ. როგორც მაგთიკომი აცხადებს, კომპანიამ CDMA ლიცენზია 10 წლის ვადით მიიღო.

“17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას”,-აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, “მაგთიკომისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა”.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!