არიზონაში სამეცნიერო – საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე ქართველმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

არიზონას შტატის ქ. ფინიქსში (აშშ), Intel-ISEF-ის პრესტიჟულ სამეცნიერო – საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 80 ქვეყნის 2500 მოსწავლე ეჯიბრებოდა ერთმანეთს,  I ადგილის სპეციალური ჯილდოს – „SPIE – Optics and Photonics Special Award” მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის“ გრანპრის მფლობელები – სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე, მარინა გუჯაბიძე.

მათ კონკურსზე წარადგინეს პროექტი „Health care – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *