2 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით UG IT Academy-ს ორგანიზებით ჩატარდება კურსი კიბერ უსაფრთხოებაში. “კურსი განკუთვნილია, როგორც ინდივიდუალური კიბერუსაფრთხოების უნარ-ჩვევების გასაცნობად და ასამაღლებლად რიგითი მომხმარებლებისათვის, ასევე ორგანიზაციულ დონეზე კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მენეჯერული პოზიციებისთვის. კურსი შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ვორქშოპებისა და სავარჯიშოებისგან” – ვკითხულობთ კურსის აღწერაში.