გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად ახალი პროგრამა იწყება. 

„UNDP-ის მონაცემებით, საქართველოში, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ბაზარი ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა – 2016 წელს ბაზრის მოცულობამ  14.6 ათას ტონას მიაღწია, ხოლო 2027 წლისათვის, სავარაუდოდ, 52ათას ტონამდე გაიზრდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველო 4-ჯერ ნაკლებ ნარჩენ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს მოიხმარს – ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოში, 4.6 კგ ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა მოდის. ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 18.7 კგ-ია. მიუხედავად ამისა, საქართველო უკვე დადგა ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მართვის თანამედროვე კონცეფციის დანერგვის აუცილებლობის წინაშე“.

წინა სტატიარას გთავაზობთ UG IT Academy? – კურსი კიბერ უსაფრთხოებაში
შემდეგი სტატიაპირველად აღმ. ევროპაში – ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი