NBA – ს ორგზის ჩემპიონი, ენტრეპრენერი და ,,ანგელოზი ინვესტორი” ზაზა ფაჩულია ქართველ სტარტაპებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში შეხვდა – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საკუთარ Facebook გვერდზე წერს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებაზე ფაჩულიამ საკუთარ წარსულზე, გამოცდილებაზე და კარიერაში პირველ ნაბიჯებზე, მარცხებსა და განსაცდელებზე ისაუბრა.