ბრიტანულმა Raspberry Pi Foundation-მა წარმოადგინა პოპულარუი ერთ-პლატიანი კომპიუტერის მე-4 თაობა. Raspberry Pi 4-ის უმთავრესი სიახლე მისი წარმადობაა. მწაროებელი ამბობს, რომ 35 დოლარიან მოწყობილობას გარკვეულ სცენარებში შეუძლია ტრადიციული სამაგიდო კომპიუტერის ჩანაცვლება რასაც 4K ვიდეოს გაშვებაც განაპირობებს.
RP4-ს აქვს Broadcom BCM2711 ოთხი ARM Cortex-A72 ბირთვით, რომლებიც 1,5 გიგაჰერც სიხშირეზე მუშაობენ. შეგიძლიათ შეარჩიოთ ოპერატიული მეხსიერების მოცულობა რომელიც 4 გიგაბაიტამდეა. მიკროკომპიუტერს ასევე აქვს ორი micro-HDMI პროტი, ორი USB 3.0 Type-A და ორი USB 2.0 Type-A პორტი.
სპეციფიკაციების თანახმად მას შეუძლია H.265-ის აპარატული დეკოდირება და ეკრანზე 60 კადრი წამში სიხშირით 4K ვიდეოს გაშვება, ხოლოდ 30 კადრი წამში თუ ორ მონიტორს მიუერთებთ. ინტერფეისებში გიგაბიტიანი ქსელის პორტის გარდა არის Bluetooth 5.0 და ორდიაპაზონიანი Wi-Fi 802.11ac.