საქართველოს ბანკი ბიზნესის წარმომადგნელებს სავაჭრო და მომსახურების სფეროში სრულიად ახალი პროდუქტით- „ჭკვიანი ტერმინალით“ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ბიზნესი დაწყება ძალიან მარტივია. ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სერვისცენტრებში, ერთ სივრცეში უწევს მრავალფუნქციურ მომსახურებას ბიზნესის წარმომადგენლებს – მათ, ვისაც სურს დაიწყოს ბიზნესი ან განავითაროს ის. „ჭკვიანი ტერმინალი“ როგორც ინოვაციური პროდუქტი ვფიქრობ, კიდევ უფრო გაამარტივებს გადახდების სქემას. „ჭკვიანი ტერმინალი“ რომელსაც სალარო აპარატის ფუნქციაც აქვს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს თანხა, რადგან მას აღარ მოუწევს ცალკე სალარო აპარატის შეძენა. ჩვენი მიზანია, არსებითად გავამარტივოთ ბიზნესის მხარეს არსებული საჭიროებების მოგვარება. ვფიქრობ, მიზანი ამ ეტაპზე მიღწეულია. ამასთან, კიდევ ბევრი სიახლე იგეგმება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

წინა სტატიაApple-ის მთავარი დიზაინერი კომპანიას ტოვებს
შემდეგი სტატიასტიკერების პირველი ქართული ნაკრები Adjarabet-ისგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი