ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის Aigroup-ის ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისში გამიართა. კომპანიამ საზოგადოებას ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარუდგინა.
„ჩვენ საქართველოში გამოცხადებული გვაქვს მწვანე ეკონომიკის მშენებლობა. უახლოეს 10 წელში დაგეგმილი გვაქვს, რომ დღეს არსებული ავტომობილები სრულიად ჩანაცვლდეს ელექტრომობილებით. მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი.
დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია Aigroup, რეგიონში ერთ–ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის „ჩანგანის“ დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას. რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – ნათია თურნავა.