ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ, ორბიჯიანი ავტორიზაციის სისტემა ამოქმედდება. მიზანი მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფაა.

2019 წლის 1 აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება.
აღნიშნული სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს.

წინა სტატიადილიდან ფეისბუქი, ინსტაგრამი, ვოტსაპი და მესენჯერი შეფერხებით მუშაობს
შემდეგი სტატიაფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ვოტსაპსა და მესენჯერში ხარვეზები გასწორდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი