მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც სმარტფონს ყიდულობ ტექნიკის მაღაზიაში, პირველივე კითხვა გიჩნდება – აღნიშნული სმარტფონი ორიგინალია თუ არა, ან საერთოდაც რა სახის გარანტია მოქმედებს მასზე. სწორედ ამ  კითხვების გამო Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გთავაზობთ სამსუნგის ჰოლოგრამიან პროდუქციას, იმისათვის რომ მარტივად განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან.   

ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს King David-ის ბიზნეს ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე Samsung-ის წარმომადგენლობამ განახლებული დიზაინის მქონე ოფიციალური ჰოლოგრამა წარმოადგინა. ღონისძიებაზე  ასევე ისაუბრეს თუ რა უპირატესობები გააჩნია პროდუქტს ოფიციალური ჰოლოგრამით და რამდენად საფრთხის შემცველია უჰოლოგრამო სმარტფონის შეძენა.  ღონისძიებას მასპინძლობდა  სამსუნგ ელექტრონიკსის კავკასიის რეგიონალური მენეჯერი ჯეისონ ლი.  

განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი სპეციალურად ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის, მასზე წარწერებიც კი ქართულ ენაზეა შესრულებული, ხოლო ფონად კი საქართველოს რუკის კონტურს ვხვდებით. ასევე თქვენ  არ ხართ იმ საფრთხის ქვეშ, რომ ჰოლოგრამა გაყალბებული იქნება, რადგან   მისი დამზადება მხოლოდ კორეის რესპუბლიკაში, მაღალი ტექნოლოგიური  მოწყობილობების საშუალებით ხდება. 

რატომ უნდა შეიძინო სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით?

Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის. კერძოდ, კი შემოწმებულია და სრულად თავსებადია არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. სმარტფონში არსებული პროგრამები და აპლიკაციები  მორგებულია საქართველოს  ბაზრისთვის და სმარტფონის კომპლექტაციაში გხვდება ჩვენი რეგიონის მიხედვით  დამზადებული აქსესუარები (მაგ: დამტენი)

Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიან  სმარტფონს ასევე გააჩნია სამსუნგის გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას სრულად ხარ დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების  გამოყენებისგან. შენ უმოკლეს ვადაში მოგემსახურებიან პროფესიონალი ტექნიკოსები, შესაბამისად შენი და შენი სმარტფონის უსაფრთხოება მეტად დაცულია! 

რა უპირატესობას განიჭებთ ჰოლოგრამის მქონე სმარტფონის შეძენა?

იმ შემთხვევაში, თუ შენს სმარტფონს აქვს ოფიციალური ჰოლოგრამა,   გაქვს შესაძლებლობა ჩაერთო “Trade-In” აქციაში.   რას ნიშნავს ეს?  Samsung მის ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს და გადაცვალოს ძველი სმარტფონი  Samsung Galaxy S10 -ზე განსაკუთრებულ ფასად. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია – უნდა მიიტანო შენი სმარტფონი Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში (მათ შორის Samsung-ის ძველი მოდელები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით) სადაც სპეციალისტები ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ, შეაფასებენ სმარტფონს და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს Galaxy S10 შესაბამისი მოდელის შესაძენად.  

 სამსუნგი და მისი ოფიციალური პარტნიორები მუდმივად გთავაზობენ განსაკუთრებულ აქციებს, ფასდაკლებებსა და საჩუქრებს. 

სად შევიძინოთ სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით?

ახლა კი ამ ყველაფრის შემდგომ ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, თუ სად უნდა შეიძინოთ Samsung-ის სმარტფონები ოფიციალური ჰოლოგრამით?  Samsung-ის ოფიციალური პარტნირების მაღაზიებში: ალტაოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, სმაილი, მაგთი, და ასევე ნებისმიერ მაღაზიაში  სადაც დარწმუნდებით, რომ სამსუნგის სმარტფონები  იყიდება  ოფიციალური ჰოლოგრამით! 

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს! 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here