11 ივლისს 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოში კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ წარმომადგენლობასა და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონს“ შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

წინა სტატიაCanon-ის ახალი კამერა იუთუბერებისთვის
შემდეგი სტატიასაპილოტე შეხვედრა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს შორის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი