ბევრი ჭორებისა და მითქმა მოთქმის შემდეგ კომპანია Nintendo-მ ოფიციალურად დააანონსა ახალი კონსოლი, რომელიც Nintendo Switch Lite-ის სახელით გამოვა. მას მონობლოკის ფორმა აქვს და გეიმპადები არ ეხსენბა. მოწყობილობა ტელევიზორს ვერ დაუკავშირდება, მაგრამ 100 დოლარით იაფი ეღირება.

სიახლეს აქვს 5.5 დიუმიანი ეკრანი და არ აქვს Nintendo Labo-ს მხარდაჭერა. გარდა ამისა მინი ვერსიას არ ექნება ვიბრაციის ეფექტები. მოძრაობის ღილაკები განსხვავებულია – ახლა ის სრულფასოვანი ჯვრის ფორმის იქნება. Switch Lite-ზე შეძლებთ ითამაშოთ ყველა ის თამაში, რომელიც Switch-ისთვის გამოვიდა და გამოვა.

მოწყობილობა გაყიდვაში 20 სექტემბერს შემოვა. რეკომენდებული ღირებულება 200 დოლარი იქნება, რაც მესამედით იაფია უფროს ვერსიაზე. პორტატიული კონსოლი Nintendo Switch Lite ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: ყვითელი, ნაცრისფერი და ზურმუხტისფერი.

წინა სტატიასაპილოტე შეხვედრა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს შორის
შემდეგი სტატიაIOS VS. Android – Apple და მისი ბილბორდები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი