11 ივლისს 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდ ჭკუასელმა 3 წლიან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს კომპანია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას.
მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიებს გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

წინა სტატიაYouTube-მა შეცვალა საავტორო უფლებების დაცვის სისტემა
შემდეგი სტატიატეტრისი საბჭოთა შენობებით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი