BBC ამერიკულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის მარეგულირებელი უწყება სოციალურ ქსელ “ფეისბუქს” 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს.

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომიტეტი სწავლობდა, მიიღო თუ არა უკანონოდ ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკამ” “ფეისბუქისგან” 87 მილიონი მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია – სწორედ ამ საქმის გამოძიებას ეხება BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია Facebook-ის ჯარიმის შესახებ.

ამ დროისთვის ოფიციალურ კომენტარს არც ფედერალური უწყება და არც “ფეისბუქის” ადმინისტრაცია აკეთებს.

წინა სტატიაDevOps Con Tbilisi 2019 კონფერენციას ამჯერად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს
შემდეგი სტატია„ჰუავეის“ პირველი 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონი 27 ივლისს გამოდის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი